Menu

კულტურული ტურები

დაუვიწყარი მოგზაურობა სვანეთში

დღე 1 – დახვედრა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში

დღე 2 – საუზმე. გამგზავრება მესტიაში. გზად სვანეთისკენ ქუთაისში გაჩერება. გელათის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება (XII ს). ბაგრატის ტაძარი (10–11 ს). სათაფლიის მღვიმის დათვალიერება. სადილი. საღამოს ჩასვლა მესტიაში. განთავსება და ღამისთევა სასტუმროში

დღე 3 – საუზმე. მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულება. უბადლო ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმის დათვალიერება. XII საუკუნის სვანურ კოშკებზე ასვლა და  დათვალიერება. მესტიის უნიკალური მჟავე წყლების დაგემოვნება. სადილი. თავისუფალი საღამო.

დღე 4 – საუზმე. მანქანით გამგზავრება უშბის პლატოსკენ. პიკნიკი ღია ცის ქვეშ. ულამაზესი ალპური ტბების დათვალიერება. დაბრუნება მესტიაში. ღამისთევა სასტუმროში

დღე 5 – საუზმე. სოფელი უშგულის დათვალიერება (ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი ევროპაში). იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები – უძველესი სვანური კოშკები და VI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სადილი. დაბრუნება მესტიაში. თავისუფალი საღამო. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 6 – საუზმე. ფეხით გამგზავრება და ლაშქრობა ჰაწვალსა და ზურულდში. პიკნიკი ღია ცის ქვეშ. დაბრუნება მესტიაში. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 7 – გამომგზავრება ზუგდიდში. დადიანების სასახლის დათვალიერება. დაბრუნება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 8 – საუზმე. ექსკურისა თბილისში. თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. მეტეხის ტაძარი (XIII ს) და ძველი თბილისის პანორამული ხედები. ასვლა ნარიყალას ციხეზე (V-IV ს). აბანოთუბანი (XVII-XVIII). ლანჩი რესტორანში. სიონის ტაძარი, გასეირნება ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში და უძველეში შენობების დათვალიერება. ანჩისხატის ეკლესია (VI ს). თავისუფალი საღამო. ტურის დასასრული. ტრანსფერი აეროპორტში.

 

ისიამოვნეთ ქართული სტუმართმოყვარეობით

დღე 1 – ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში

დღე 2 – საუზმე. ანჩისხატის ტაძარი (VI ს), თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, გასეირნება ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში და უძველესი შენობების დათვალიერება; ფეხით მისვლა სიონის ტაძრამდე (XIII ს), ასვლა ნარიყალას ციხეზე (V-IV ს), ლანჩი რესტორანში – ტრადიციული ქართული კერძები და უგემრიელესი ქართული ღვინო. აბანოთუბანი (XVII-XVIII), მეტეხის ტაძარი (XIII ს) და ძველი თბილისის პანორამული ხედები. ტრანსფერი

დღე 3-   ტრანსფერი სასტუმროდან. გამგზავრება მცხეთაში (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი). სვეტიცხოველი. სამთავროს ეკლესია. მცხეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი. სადილი რესტორანში. ჯვრის მონასტერზე ასვლა. დაბრუნება თბილისში.

დღე 4 –  საუზმე. გამგზავრება ანანურისკენ. ანანურის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. ჟინვალის წყალსაცავის ულამაზესი ხედების დათვალიერება. პიკნინი ღია ცის ქვეშ და ქართული ღვინის დაგემოვნება. გამგზავრება ბორჯომში. ღამისთევა სასტუმრო სახლში

დღე 5 –  საუზმე. ბორჯომ–ხარაგაულის პარკის დათვალიერება. უგემრიელესი ბორჯომის მინერალური წყლის დაგემოვნება. სადილი რესტორანში. თავისუფალი დრო. ტიმოთესუბნის და საფარას მონასტრების დათვალიერება. ღამისთევა ბორჯომში.

დღე 6 –  საუზმე. ვარძიაში გამგზავრება. გზად ხერთვისის ციხის მონახულება. ვარძიის ციხე–ქალაქის დათვალიერება (12-13ს), რომელიც მოგვიანებით მონასტრად იქცა, რომელსაც მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თმოგვის ციხის ნახვა (9-10 ს). დაბრუნება ბორჯომში. ღამისთევა ბორჯომში.

დღე 7 – აჭარის მთებისკენ გამგზარება. სხალთის მონასტერის დათვალიერება. სოფელ შუახევში გაჩერება. სადილი ადგილობრივ ოჯახში ტრადიციული კერძებით და აჭარული ხაჭაპურით. დანდალოს და თამარის ულამაზესი ხიდების დათვალიერება. კინტრიშის ნაკრძალში გასეირნება. გამგზავრება გონიოში. ღამისთევა გონიოში.

დღე 8 – საუზმე. გონიოს ციხის დათვალიერება. იახტით გასეირნება მწვანე კონცხამდე. ბოტანიკური ბაღის დათვალიერება. პიკნიკი ზღვის ნაპირას, ღია ცის ქვეშ. იახტით დაბრუნება ბათუმში. სანაპიროზე დასვენება. თავისუფალი საღამო ბათუმში.

დღე 9 – საუზმე. გამგზავრება იმერეთში. გელათის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება (XII ს). ბაგრატის ტაძარი (10–11 ს). სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისკენ ფეხით წასვლა და სათაფლიის მღვიმის მონახულება. გამგზავრება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში. ტურის დასასრული. ტრანსფერი აეროპორტში

 

დააკვირდი საქართველოს

დღე 1 – დახვედრა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში

დღე 2 –  საუზმე. ტრანსპორტირება სასტუმროდან ძველ თბილისში. თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. მეტეხის ტაძარი (XIII ს) და ძველი თბილისის პანორამული ხედები. ასვლა ნარიყალას ციხეზე (V-IV ს). აბანოთუბანი (XVII-XVIII). ლანჩი რესტორანში. სიონის ტაძარი, გასეირნება ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში და უძველეში შენობების დათვალიერება. ანჩისხატის ეკლესია (VI ს). გამგზავრება კახეთისკენ.  სიღნაღში ჩასვლა. თავისუფალი საღამო.

დღე 3 – საუზმე. სიღნაღის დათვალიერება.  სტეფანწმინდის ეკლესიის და ალაზნის ულამაზესი ხედების დათვალიერება. ძველ ქალაქში გასეირნება. ღვინის დაგემოვნება ადგილობრივ მარანში. სიღნაღის ისტორიული მუზეუმის დათვალიერება. ბოდბის მონასტრისკენ გამგზავრება და წმინდა ნინოს საფლავის ნახვა.  ლანჩი.  თავისუფალი საღამო. გამგზავრება წინანდალში. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის დათვალიერება. გამგზავრება თელავში. ღამისთევა თელავში.

დღე 4 –  საუზმე. ერეკლე მეფის სასახლის დათვალიერება. გამგზავრება გრემისკენ. ალავერდის მონასტერი (11 ს), იყალთოს აკადემიის არქიტექტურული კომპლექსი (6 ს). ძველი და ახალი შუამთა (5 ს და 16 ს). გამგზავრება თბილისში ულამაზესი გომბორის ქედის გავლით. გზად უჯარმის ციხის დათვალიერება. ჩასვლა და ღამისთევა თბილისში.

დღე 5 – საუზმე. გასვლა მცხეთისკენ. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლების – ჯვრის მონასტრის და სვეტიცხოვლის ტაძრის დათვალიერება. სამთავროს ეკლესია. პომპეუსის ხიდი. ლანჩი. გასვლა ანანურისკენ. ანანურის არქიტექტურული კომპლექსის დათვალიერება. სადილი რესტორანში. გამგზავრება გორისკენ. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 6 –  საუზმე. იოსებ სტალინის მუზეუმის დათვალიერება. გასვლა ატენის სიონისკენ (7 ს). გამგზავრება უფლისიხის კლდეში ნაკვეთი ქალაქისკენ. ლანჩი ღია ცის ქვეშ. გამგზავრება ბორჯომში. თავისუფალი საღამო. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

დღე 7 – საუზმე. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი. გამგზავრება ქუთაისისკენ. ლანჩი რესტორანში. გელათის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება (XII ს). ბაგრატის ტაძარი (10–11 ს). სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის და სათაფლიის მღვიმის მონახულება. ღამისთევა ქუთაისში.

დღე 8 – საუზმე. გამგავრება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში. ჩასვლა მარტვილში. მარტვილის ულამაზესი მონასტრის დათვალიერება. გოგირდის აბანოების დათვალიერება. ნავით გასეირნება მდინარე აბაშაზე. პიკნიკი ღია ცის ქვეშ. ნოქალაქევისკენ გამგზავრება და ნოქალაქევის არქეოლოგიური მონასტრის დათვალიერება, ციხე გოჯის არქეოპოლისი. გამგზავრება ზუგდიდისკენ. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 9  –  საუზმე. დადიანების სასახლის დათვალიერება ზუგდიდში. გამგზავრება საპორტო ქალაქი ფოთისკენ. კოლხეთის ეროვნული პარკის დათვალიერება. ლანჩი. გამგზავრება ბათუმში. თავისუფალი საღამო ბათუმში, ზღვის სანაპიროზე დასვენება. ღამისთევა ბათუმში.

დღე 10 –  გამგზავრება გონიოში. გონიოს ციხის დათვალიერება. მწვანე კონცხისკენ გასვლა, ბოტანიკური ბაღის დათვალიერება. გამგზავრება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში.  ტურის დასასრული. ტრანსფერი აეროპორტში

 

ტური მცხეთა მთიანეთში (ლაშარობა)

დღე 1 – ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში

დღე 2 – ასვლა მცხეთისკენ. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლების – ჯვრის მონასტრის და სვეტიცხოვლის ტაძრის დათვალიერება. სამთავროს ეკლესია. მცხეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი. სადილი რესტორანში. გამგზავრება თიანეთში. სადილი – ქართული ტრადიციული სუფრის ჩვენება. თავისუფალი დრო. განთავსება საოჯახო სასტუმროში.

დღე 3 – საუზმე. დახვედრა სასტუმროსთან. გამგზავრება კვეტერას ციხისკენ. კვეტერას ისტორიული ციხე–ქალაქის დათვალიერება (IX-X ს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი). დაბრუნება თიანეთში. თავისუფალი დრო. ლანჩი. დასწრება და მონაწილეობის მიღება თონის პურის გამოცხობაში. გამგზავრება ლაშარის გორზე. ფშაველების მთავარი სალოცავის – ლაშარის ჯვრის დათვალიერება. დასწრება ეროვნულ დღესასწაულ “ლაშარობაზე” (შესაწირის დაკვლა, დოღი, ცეკვა–თამაში, ხევისბერების გამოსვლა). დაბრუნება თიანეთში. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 4 – საუზმე. გამგზავრება ფშავის მთიანი რეგიონის ულამაზეს სოფელ ჩარგალში, სადაც ვაჟა–ფშაველა დაიბადა. ვაჟას სახლ–მუზეუმის დათვალიერება. შეხვედრა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. უძველესი სახლების დათვალიერება. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის რეპეტიციაზე დასწრება. ლანჩი ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში ტრადიციული ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით. გამგზავრება ანანურისკენ. ანანურის კომპლექსის დათვალიერება. ჟინვალის წყალსაცავი. სადილი ღია ცის ქვეშ. გამგზავრება თბილისში. განთავსება სასტუმროში.

დღე 5 – საუზმე. გამგზავრება სიღნაღში. გზად სიღნაღისკენ ბოდბის მონასტრის დათვალიერება. წმინდა ნინოს საფლავის მონახულება. ჩასვლა სიღნაღში. ღვინის დაგემოვნება ადგილობრივ მარანში. ტრადიციული სადილი რესტორანში. თავისუფალი საღამო. ღამისთევა სასტუმროში. ი. სტეფანწმინდის ეკლესიის და ალაზნის ულამაზესი ხედების დათვალიერება. ძველ ქალაქში გასეირნება.  სიღნაღის ისტორიული მუზეუმის დათვალიერება.

დღე 6 –  საუზმე. გამგზავრება დავით გარეჯის უდაბნოსკენ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება (6 ს), რომელიც ერთ დროს იყო რელიგიური და კულტურული სწავლების ცენტრი. უძველესი ფრესკების დათვალიერება. სადილი. გამგზავრება თბილისში.

დღე 7 – საუზმე. ტრანსპორტირება სასტუმროდან ძველ თბილისში. თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. მეტეხის ტაძარი (XIII ს) და ძველი თბილისის პანორამული ხედები. ასვლა ნარიყალას ციხეზე (V-IV ს). აბანოთუბანი (XVII-XVIII). ლანჩი რესტორანში. სიონის ტაძარი, გასეირნება ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში და უძველეში შენობების დათვალიერება. ანჩისხატის ეკლესია (VI ს). თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში. ტურის დასასრული. ტრანსფერი აეროპორტში.